საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ კვლევას დადებითად აფასებს.
საუბარია საერთაშორისო ორგანიზაცია '" Transparency International "-ის კვლევაზე.
"მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში განათლების სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული",- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, ამ კვლევაში დაფიქსირდა გამოწვევებიც.
საზოგადოების 70% ითხოვს განათლების რეფორმების გაგრძელებას და სახელმძღვანელოების პრობლემის მოხსნას. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება და ჩვენ გვაქვს ერთნაირი ინტერესები და ეს ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული.
"პრობლემაა მშობლების დაბალი ჩართულობა. მხოლოდ 40% არის ჩართული განათლების პროცესში",-აღნიშნა შაშკინმა.