უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ბახმუტის დაცვის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება დამტკიცდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნისა და სახმელეთო ჯარების მეთაურ ოლექსანდრ სირსკის მიერ.
„მესმის, რომ ვიღაცას ეს აღიზიანებს, ვიღაცას მიაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ. მაგრამ ეს ჩვენი მიწაა და არ გვაქვს უფლება არ დავიცვათ. {...} ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო წერტილია“, - აღნიშნა დანილოვმა.
ამერიკის ომის შემსაწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანახმად, რუსეთი ძალებს ბახმუტის რაიონში მხოლოდ უმნიშვნელო ტაქტიკური წარმატებები აქვს.
ამასთან, New York Times-ის მონაცემებით, აშშ შიშობს, რომ ბახმუტის დასაცავად საბრძოლო მასალის ხარჯვის მაღალი ტემპის გამო, შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მარაგები ამოიწუროს, რაც აუცილებელად სჭირდებათ კონტრშეტევისთვის.
ინსტიტუტის ანგარიშში ასევე ნათქამია, რომ ბახმუტისთვის ბრძოლაში დიდ დანაკარებს განიცდის ორივე მხარე. ზოგიერთ შემთხვევაში რუსეთი კარგავს მოუმზადებელ ყოფილ პატიმრებს დაჯგუფება „ვაგნერიდან“, ხოლო უკრაინა პროფესიონალ სამხდეროებს. ამასთან, უკრაინას აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ტაქტიკური მიზეზები იბრძოლოს ბახმუტისთვის, რადგან ეს ბრძოლა ანადგურებს რუსეთის არმიის რესურსს და არ აძლევს საშუალებას წაიწიოს დასავლეთის მიმართულებით.