აშშ-მა ანექსირებული ყირიმის მიმართულებით ახალი სადაზვრევო უპილოტო საფრენი აპარატი გაგზავნა. როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება Flightradar24-ის თანახმად, დრონი RQ-4 Global Hawk იტალიის ქალაქ კატანიასთან ახლოს მდებარე სიგონელას ავიაბაზიდან აფრინდა და შავის ზღვის აკვატორიაში შეფრინდა.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სახელმწიფო ჯილდოები გადასცა სუ-27-ის მფრინავებს, რომელიც 14 მარტს ამერიკულ დრონს MQ-9 Reaper-ს შავი ზღვის თავზე, ნეიტრალურ ზონაში დაეჯახა. შედეგად დრონი ზღვაში ჩავარდა.
აშშ-ის სახელმწიფო მიდანის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ მომხდარი პილოტების უკიდურესი არაკომპეტენტურობის შედეგია.