უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Bild-თან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა კიევის გადაწყვეტილებაზე განაგრძოს ბახმუტის დაცვა.
ბრიტანეთის დაზვერვამ 11 მარტს დაადასტურა, რომ ბოლო ოთხ დღეში „ვაგნერის“ დაჯგუფებამ კონტროლი დაამყარა აღმოსავლეთ ბახმუტის დიდ ნაწილზე, ამავე დროს უკრაინის შეიარაღებული ძალები მტკიცედ იცავენ ქალაქის დასავლეთ ნაწილს, რომელსაც მდინარე ბახმუტკა ყოფს.
„თუ ბახმუტიდან გავალთ, ეს რას შეცვლის? რუსეთი დაიკავებს ბახმუტს და გააგრძელებს შეტევას ჩასოვ იარზე, ასე რომ ნებისმიერი მომდევნო ქალაქი ბახმუტის ბედს გაიზიარებს {ქალაქის დიდი ნაწილი დაინგრა რუსეთის ძალების შეტევის შედეგად, რომელიც უკვე ნახევარი წელია გრძელდება}“, - განაცხადა მან.
„როდესაც ვინმე თქვენს სახლში შემოიჭრება, თავს არ ეკითხებით, რამდენ ხანს შეძლებ წინააღმდეგობა გაუწიო ადამიანს, რომელიც ცდილობს შენს და შენი ოჯახის მოკვლას და ყველაფრის წაღებას, ასე არ არის? ფიქრობ, რომ კიდევ შეგიძლია გაანდევნო ის შენი სახლიდან“, - დასძინა კულებამ.