ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, 11 მარტს ათასობით ადამიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე გამოვიდა. შეკრებილებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ინფლაციის მაღალი დონის გამო, რომელიც უკრაინაში ომის შედეგად გაიზარდა და პრემიერ-მინისტრ პიოტრ ფიალას კაბინეტის გადადგომა მოითხოვეს.
სააგენტო AFP-ის ცნობით, აქციის მონაწილეები ასევე აკრიტიკებდნენ ნატო-ს და მოითხოვდნენ მათი ქვეყნის მხრიდან უკარინის სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. აღნიშნულია, რომ აქციის ორგანაზატორი იყო არასაპარლამენტო პარტია PRO. მისმა თავმჯდომარემ ინჯრიჰ რაიხლმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სურს ქვეყანას ჰყავდეს ისეთი მთავრობა, რომელიც უპირველესად ჩეხეთის მოქალაქეების ინტერესებზე იზრუნებდა.
გამოცემა Novinky-ის ინფორმაციით, აქციის დასრულების შემდეგ დემონსტრანტების ნაწილი გაემართა ეროვნული მუზეუმისკენ და შენობაში შესვლა სცადა. ისინი მოითხოვდნენ მუზეუმის ფასადიდან უკრაინის დროშის ჩამოხსნას. პოლიციამ დაუმორჩილებლობისთვის 18 ადამიანი დააკავა.
იმავე დღეს, პრაღის ეროვნულ მუზეუმთან ასევე მრავალათასიანი კონტრდემონსტრაცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირს ერთიანობისკენ მოუწოდებდნენ.