ნებისმიერი შედარება რუსეთთან არის აბსოლუტურად მიუღებელი, დაუშვებელი და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აკეთებს ამ შედარებას, იქნება ეს ქართველი პოლიტიკოსი, თუ უცხოელი დიპლომატი, ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ ეთერში განაცხადა.
„მე მგონი, ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ და მათ შორის, ელჩებმაც. საქართველოს შედარება რუსეთთან, ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, არის მიუღებელი და არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. მით უმეტეს, ამ შედარებას არ აქვს არანაირი საფუძველი. ჩვენ ვსაუბრობთ ერთი მხრივ, რუსეთზე, ქვეყანაზე, რომელშიც არის ტოტალიტარული რეჟიმი; მეორე მხრივ, ვსაუბრობთ დემოკრატიულ საქართველოზე და ამის არდანახვა შეუძლებელია, რომ ასე იყოს და მე მიკვირს, ასეთი შედარებები რომ კეთდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს შედარება რუსეთთან არის მიუღებელი და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს “, – განაცხადა პაპუაშვილმა.