უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმებზე ილაპარაკა, რომლის დროსაც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან.
„ჩვენი ხერსონის ოლქი და ხერსონი. რომლითაც ოკუპანტები შურს იძიებენ თავიანთი მარცხის გამო. ჩვენი ზაპოროჟიე, ჩვენი ქალაქები დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში, რომელთა დაწვასაც რუსები ცდილობენ. ჩვენი ხარკოვის ოლქი და ხარკოვი, მხოლოდ ხარკოვს წლის დასაწყისიდან ორთვენახევრაზე ნაკლები დროის განმავლობაში მტერმა უკვე 40-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა მიაყენა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 11 მარტს, რუსეთის თავდასხმას ხერსონში სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
„საზღვრისპირა რაიონებში ოკუპანტები ესვრიან სოფლებს, რათა დააშინონ ადამიანები, რათა განდევნონ ისინი. რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება ამ ტერორის დამარცხებისა და სამართლიანი სასჯელის მაგალითი“, - განაცხადა ზელენსკიმ.