ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია აცხადებს, რომ საქართველოს ფასებით ელექტრომანქანის ბატარეის დატენვა 5-10 ლარი ჯდება და ამით 160 კილომეტრის გავლა.
"ჯერ ჯერობით საქართველოში ჩვენ 18-20 % ვიყენებთ ჩვენ ჰიდროელექტროენერგიის რაც გვაქვს და ამიტომ ასეთი მანქანების ექსპორტიც შეგვიძლია გავაკეთოთ.
სულ 2011 წელს როგორც გვითხრეს, უშვებენ 250 ათას მანქანას და ალბათ 10 წელიწადში უმრავლესობა მანქანებისა მსოფლიოში იქნება ელექტრომანქანები ზუსტად ფასების გამო, იმიტომ რომ ბევრად უფრო იაფია ელექტრომანქანის ტარება და შეძენა ვიდრე ჩვეულებრივი მანქანის.
საფრანგეთში დაითვალეს, რომ ერთი ბატარეის მთლიანად დატენვა და 160 კილომეტრის გავლა ჯდება დაახლოებით სამ ევრომდე, ანუ საფრანგეთის ფასებით რომ ვთქვათ. საქართველოს ფასით კი 5-10 ლარით შეიძლება მთლიანად ბატარეის დატენვა და თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლა", _ აცხადებს ვერა ქობალია.