მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ბერმა და მსახურმა მარტის ბოლოსთვის კიევ-პეჩერის ლავრის ყველა დაწესებულება უნდა დატოვოს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის, ალექსანდრე ტკაჩენკოს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, უკრაინული მართლამდიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტიდან უქმდება. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნებს, რომლითაც დგინდება, რომ მონასტრის მიერ დარღვეულია სახელმწიფო ქონების გამოყენების შეთანხმების პირობები.
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია ლავრის შენობებს 2013 წლის იჯარის შეთანხმების საფუძველზე იყენებს.