გერმანიის ქალაქ კარლსრუეში პოლიცია აფთიაქში შტურმით შევიდა და იქ მყოფი მძევლები გაათავისუფლა. თავდამსხმელი დაკავებულია.
ამის შესახებ reuters ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ცნობით, შტურმს წინ უძღოდა თავდამსხმელთან მოლაპარაკებები.
კარლსრუეში უცნობ მამაკაცს აფთიაქში ორი მძევალი ოთხი საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი და გამოსასყიდის სახით მილიონ ევროზე მეტს ითხოვდა.