საქართველოში გერმანიის საელჩო გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით: „მადლობელი ვარ თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს” - ნათქვამია განცხადებაში“.
სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში ასევე დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.