თეთრი სახლში აცხადებენ, რომ რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული პირები მოლდოვაში საპროტესტო აქციების ორგანიზებას გეგმავენ ხელისუფლების დამხობისა და პრორუსული მთვარობის მოყვანის მიზნით.
ამის შესახებ CNN იუწყება.
აშშ-ში ფიქრობენ, რომ რუსეთი ცდილობს შეასუსტოს მოლდოვის ხელისუფლება, რომელიც ისწრაფვის უფრო მჭიდრო ურთიერთობებისკენ ევროკავშირთან. ვაშინგტონი ასევე ხედავს ნიშნებს,რომ რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული პირები შესაძლოა, ამზადებდნენ ანტისამთავრობო დემონტრაციებს მოლდოვაში.
აშშ-ში ასევე ფიქრობენ, რომ რუსეთი ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას მოლდოვაში არასტაბილურობის შესახებ. CNN-ის წყაროების თქმით, ერთ-ერთი ასეთი მაგალითია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ უკრაინა თითქოს გეგმავდა დნესტრისპირეთში შეჭრას. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს ბრალდებები საფუძველს მოკლებულია და ქმნის უსაფუძვლო განგაშს.