საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, კრემლის ტენდენციაა, დაინახოს ხალხის ნებისმიერ მოძრაობაში გარე გავლენა.
მისი თქმით, საქართველოს ბოლო დღეებში შეეხო შემაშფოთებელი მოვლენები და განიცადა ძალიან ძლიერი ზეწოლა.
“კრემლის ტენდენციაა, ხალხის ნებისმიერ მოძრაობაში დაინახოს გარედან მანიპულაცია, რადგან აქვთ რწმენა, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი და არ არსებობს თავისუფალი ხალხი. ჩვენ უძველესი დემოკრატია ვართ და პირიქით გვჯერა, თუმცა, საქართველოს ამ ბოლო დღეები განმავლობაში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო. ჩვენ ვიხილეთ კადრები, ახალგაზრდა ქალი ევროპული დროშით ხელში, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, უკან დახიეს, რამაც ჩვენ გულგრილი არ დაგვტოვა. საქართველომ განიცადა ძალიან ძლიერი ზეწოლა და ვიმედოვნებთ, რომ ის იპოვის გზას უფრო მეტი სიმშვიდისკენ, რაც შესაბამისობაში იქნება ევროპულ პერსპექტივასთან”, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან ერთობლივ გამართულ ბრიფინგზე.