საკმაოდ გრძელი კიბეებია, დაგორდით და ვინც ხელს მოიტეხთ და სასწრაფო წაგიყვანთ, ის იქნება უბედნიერესი ადამიანი, - ასე მიმართა ოპოზიციონერმ დეპუტატმა რომან გოცირიძემ უმრავლესობის წევრებს.
„ახლა მე თქვენ გირჩევთ: ერთი საათი დარჩა კენჭისყრამდე, გადით ახლა კორიდორში, საკმაოდ გრძელი კიბეებია, დაგორდით და ვინც ხელს მოიტეხთ და დასწრაფო წაგიყვანთ, ის იქნება უბედნიერესი ადამიანი. გულში ფიქრობთ, ნეტა ფეხი მომტეხოდა და ეს არ მომსვლოდაო... აი, ასეთ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ იმ ბრძენმა კაცმა, როგორც თქვენ უწოდებთ, გამოგიყენათ, გამოგწურათ ლიმონივით და ჩაგიხშოთ ევროპაში მისასვლელი გზა“, - თქვა გოცირიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნება“ 9 მარტის ნაცვლად რუსულ კანონს დღეს განიხილავს.