ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა დღის წესრიგი და კანონპროექტების განხილვას დღეს აპირებს.
„გუშინ საჯარო განცხადება გააკეთა ფრაქციის თავმჯდომარემ, დღეს ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსული კანონის განხილვა მოხდებოდა ხუთშაბათს და ახლა, მალულად, ვირეეშმაკულად გამოაცხადეს, რომ დღის წესრიგი შეიცვლება და ახლა, როცა ამას არავინ ელოდა, დაიწყება რუსული კანონის განხილვა პარლამენტში. სავსეა აქაურობა ძალოვანებით. სიმართლე, ხალხის რეალური ძალა არ დგას ამათ გვერდით და ასეთი ფანდებთ აპირებენ ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას. გთხოვთ, ვინც დილით იყავით, დაბრუნდით და ვინც ახლა გვიყურებთ, მოგიწოდებთ, მოხვიდეთ საქართველოს პარლამენტთან“, – განაცხადანაცვლშვილმა.