"უსამშობლო კაცი ხარ," - უთხრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატს, გიორგი ვაშაძეს.
გიორგი ვაშაძე კომიტეტის სხდომაზე რუსულ კანონპროექტს აპროტესტებდა.
ვაშაძეს უსამშობლო, "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმაც უწოდა.
"საკუთარ სამხედროებს რომ აბრალებ დანაშაულს, უსამშობლო ხარ, ეგრეა, დიახ. და ახლა არ გინდა მოისმინო ეს", - უთხრა მაჭარაშვილმა ვაშაძეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ა„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. პარალელურად აქცია იმართება საკანონმდებლო ორგანოს გარეთ.