"იმედი მაქვს, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ წელს დაიწყება. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია", – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მეცოლას თქმით, ის აღფრთოვანებულია იმ ტემპით, რომლითაც უკრაინის უმაღლესი რადა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესრულებაში პროგრესს აღწევს.
ბრიუსელმა კიევს ოფიციალური კანდიდატის სტატუსი გასული წლის ივნისში მიანიჭა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი თვის შემდე, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ჩვეულებრივ რამდენიმე წელი სჭირდება.