საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზაქარია კალაშოვის ესპანეთიდან საქართველოში ექსტრადირების შესახ პირველი კომენტარი გაავრცელა.
"შაქრო კალაშოვი მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ. დაუსწრებლად მისჯილი აქვს 18 წელი. აღნიშნულისა და ჩვენი თხოვნის საფუძველზე, ესპანეთის კომპეტენტურმა ორგანოებმა დააკავეს ზაქარია კალაშოვი. რამდენიმე პროცედურა წარმატებით გავიარეთ. ესპანეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვა დამატებით პროცედურებსაც საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდე. ამ ეტაპზე საკითხი განხილვის სტადიაშია. საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, თუ ეს გადაწყვეტილება დადებითი იქნება, კალაშოვის ექსტრადირება ეტაპობრივად დაიწყება", - განაცხადა პროკურატურის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინდარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კალაშოვმა ესპანეთში პირობით პატიმრობაში 4 წელი გაატარა. 2006 წელს ესპანეთის პოლიციამ "ფულის გათეთრების" ბრალდებით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.
ე. წ. "კანონიერი ქურდის", მეტსახელად "შაქრო მალადოის", თბილისში 18-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ეპანეთის სასამართლომ კალაშოვის საქართველოში ექსტრადირება დაამტკიცა.