უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის პრეზიდენტთან ეგილს ლევიტსთან ერთად ლვოვში ჩავიდა.
ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ეგილს ლევიტსთან და მის მეუღლესთან ანდრა ლევიტსთან ერთად პატივი მიაგეს უკრაინელი სამხედროების ხსოვნას, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპნენ.
ასევე ზელენსკი იმყოფებოდა ერთ-ერთ ჰოსპიტალში, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები მკურნალობენ.
ზელესნკიმ ჯარისკაცებს გმირული ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.