რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშეკოს შეხვდა. მათი შეხვედრა, რუსული მედიის ინფორმაციით, საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოების ერთობლივი სხდომის გამართვის წინ შედგა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნატალია ტიმაკოვას ინფორმაციით, შეხვედრაზე საბაჟო კავშირის ფარგლებში რუსეთისა და ბელორუსის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დანარჩენი დეტალების დაკონკრეტებისაგან ნატალია ტიმაკოვამ თავი შეიკავა.