ირანმა ორი გერმანელი დიპლომატი გააძევა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებით, გერმანელი დიპლომატები ირანის შიდა და სასამართლო საქმეებში გერმანიის უპასუხისმგებლო ჩარევის გამო გააძევეს.
მანამდე გერმანიამ ირანის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა, თეირანში გერმანია-ირანის მოქალაქე ჯამშიდ შარმაჰდის სასიკვდილო განაჩენის საპასუხოდ.
67 წლის აქტივისტი და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, რომელიც ასევე აშშ-ს რეზიდენტია, კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს.
შარმაჰდის ოჯახი და მხარდამჭერები გერმანიის მთავრობას მისი სიცოცხლის გადარჩენისკენ მოუწოდებდნენ. „ირანის რეჟიმი ყველანაირად ებრძვის საკუთარ ხალხს და პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს“, - თქვა მაშინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.