უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს არ ახორციელებს. ამგვარად, ის გამოეხმაურა რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინამ რუსეთის რეგიონებზე დრონებით იერიში მიიტანა.
„უკრაინა არ ახორციელებს დარტყმებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ბრძოლას თავისი ტერიტორიების დეოკუპაციისათვის. ეს აქსიომაა“, - წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.
მისი თქმით, რუსეთში იზრდება პანიკისა და დაშლის პროცესი, „რომლის გამოვლინებაც არის ამოუცნობი საფრენი აპარატებით თავდასხმების გაზრდა ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“.
28 თებერვალს, ღამით, რუსეთის ქალაქ ტუაფსეში აფეთქებები მოხდა, რომელსაც „როსნეფტის“ ნავთობქარხანაში ხანძარი მოჰყვა.
ასევე რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში - ადიღეიში ჩავარდა ლეტალური საფრენი აპარატი.
ასევე, 28 თებერვალს, დღისით, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დაიკეტა პუკლოვოს აეროპორტი „ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენის გამო“.