სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა საბერძნეთში, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად. მედიის ცნობით, კრიტიკულად მძიმეა 25 დაშავებულის მდგომარეობა.
სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო მატარებელი კი – თესალონიკიდან ლარისში. სამგზავრო მატარებელში 350-მდე ადამიანი იმყოფებოდა. შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავარდა და ერთს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ორი ვაგონი თითქმის მთლიანად განადგურებულია.
კატასტროფის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.