ფინეთმა რუსეთის საზღვარზე 200-კილომეტრიანი ბარიერის აგება დაიწყო. ჰელსინკი შიშობს, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, მიგრანტების ნაკადი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
მოსალოდნელია, რომ ბარიერის პირველი სამკილომეტრიანი მონაკვეთი მიმდინარე წლის ივნისისთვის დასრულდება. მშენებლობა, სავარაუდოდ 2025 წლამდე გასტანს. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 140 მლნ ევროდ ფასდება. კონსტრუქციის სიმაღლე 3 მეტრზე მეტი იქნება. მის მთელ სიგრძეზე გაჭიმული იქნება მავთულხლართები, ზოგიერთ მონაკვეთზე კი ღამის ხედვის კამერების, გამანათებელი მოწყობილობებისა და რეპროდუქტორების დაყენება იგეგმება.