ბელარუსის აეროდრომზე თავდასხმის შედეგად А-50 ტიპის თვითმფრინავის დაკარგვა რუსეთის საჰაერო ოპერაციებს მნიშვნელოვნად შეზღუდავს.
ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მორიგ ანგარიშში აღნიშნავს.
2023 წლის 26 თებერვალს ბელარუსის პარტიზანულმა დაჯგუფება BYPOL-მა და დევნილობაში მყოფმა ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ А-50 ტიპის რუსული ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავმა მაჩულიშის ავიაბაზაზე დრონების შეტევის შედეგად სერიოზული დაზიანება მიიღო.
BYPOL-ის ცნობით, ორი აფეთქების შედეგად დაზიანდა თვითმფრინავის წინა და შუა სექციები, ასევე რადიოლოკაციური გადამცემები.
А-50-ის ტიპის თვითმფრინავის დანიშნულებაა შექმნას საჰაერო სიტუაციის ცნობადი სურათი და უზრუნველყოს სხვა საბრძოლო თვითმფრინავების მოქმედებების კოორდინაცია.
იმის მიუხედავად, რომ დაზიანებები ოფიციალურად არ იყო დადასტურებული, ბრიტანული უწყება აღნიშნავს, რომ თვითმფრინავის დაკარგვა მნიშვნელოვანი ზიანი იქნება რუსეთისთვის, რადგან A-50კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჰაერო ოპერაციებისათვის.
„შედეგად, ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, დარჩება ექვსი A-50, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის საჰაერო ოპერაციებს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.