"სახალხო წარმომადგენლობითი კრების" თავჯდომარე ნონა გაფრინდაშვილის განაცხადებით, სახალხო დაუმორჩილებლობა სავარაუდოდ გაზაფხულზე დაიწყება.
მისი თქმით. გაზაფხულამდე კრება ორგანიზაციულად ჩამოყალიბდება იმ პროცესების დასაწყებად, რომელიც 25 ნოემბრის სახალხო კრებაზე იქნა მიღებული.
"ჩვენთვის აუცილებელია ადამიანური რესურსები. ხალხში უნდა გავტეხოთ შიში, იმისთვის რომ დაუმორჩილებლობის დროს ხელისუფლების არ ეშინოდეს. სწორედ ადამიანური რესურსებით მოხდება იმ კომიტეტების ჩამოყალიბება, რომელსაც კრება აპირებს. ამ პროცესებში, როგორც პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ საზოგადოების ჩართვაც აუცილებელია", - განაცხადა გაფრინდაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში.
მისი თქმით, სახალხო კრების მიზანია ყველა საორგანიზაციო საკითხები 1 თებერვლამდე მოგვარდეს.