რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი კვლავ ღიაა უკრაინის საკითხტთან დაკავშირებით მოლაპარაკებისთვის, თუმცა არც გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და არც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, კრემლთან კონტაქტის სურვილი არ აქვთ. ამის შესახებ პესკოვმა რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ განუცხადა.
„ჩვენ მოვისმინეთ შოლცისა და მაკრონის ბევრი განცხადება. ისინი ამბობდნენ, რომ გააგრძელებენ პუტინთან ურთიერთობას, რათა მოინახოს გზები და გამოსავლი არსებული ვითარებიდან. თუმცა ბოლო პერიოდში მათგან არანაირი ინიციტივა არ ჩანს“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, მაკრონმა 5-ჯერ თუ 6-ჯერ განაცხადა პუტინთან სატელეფონო საუბრის მზადყოფნის შესახებ, მაგრამ კრემლს საუბრის გამართვაზე თხოვნა არ მიუღია. „ეს უნდა იცოდეს ყველამ: არ ყოფილა არანაირი მოთხოვნა ასეთი საუბრის შესაძლო ტარიღზე“, - განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვმა თქვა, რომ პუტინი რჩება ღია ნებისმიერი კონაქტისთვის, რომლებიც რუსეთს დაეხმარება მიაღწიოს მიზანს ანა თუ იმ გზით“.
„ძირითადად მშვიდობიანად, მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ როცა ეს შეუძლებელია, მაშინ სამხედრო გზით, რაც ახლა ხდება“, - განაცხადა პესკოვმა.