იაპონიის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოვებს. სანქციები დაუწესდება 48 ფიზიკრ პირს, 73 ორგანიზციასა და ერთ რუსულ ბანკს. ინფომაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სანქციები შეეხება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვიქტორ გორემიკინსა და კონცერნ „კალაშნიკოვის“ ხელმძღვანელს ალან ლუშნიკოვს, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის თანამშრომლებს.
სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტი ადმინისტრაციის თანამშრომლები. ამასთან, იაპონიამ სანქციები დაუწესა სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“, „როსბანკს,“ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას და სხვა ორგანიზაციებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ორგანიზაციების აქტივები, აღმოჩენის შემთხვევაში გაიყინება.