რუსი ოკუპანტები აძლიერებენ შეტევითი მოქმედებების ინტენსივობას. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამჟამად ბახმუტის მიმართულებაზე შექმნილი, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
„ფრონტზე სიტუაცია რთულია. მტერი შეტევითი მოქმედებების ინტენსივობას ზრდის. ყველაზე რთული მდგომარეობა ბახმუტის მიმართულებაზეა. შეტევითი მოქმედებების დროს მტერი გამოფიტვის და ტოტალური ნგრევის ტაქტიკას მიმართავს. ამასთან, მოწინაღმდეგე მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის, ყოველდღიურად კარგავს 600-დან 1000-მდე ადამიანს“, – წერს მალიარი.
მალიარის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები მტრის რაოდენობრივი უპირატესობის პირობებში აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს ატარებენ.