უკრაინელმა სამხედროებმა ავდეევკასთან, რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვაახლოებს ამ გამარჯვებას, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება ჩვენს ხალხს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის!
განსაკუთრებით მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს 110-ე მექანიზირებული ბრიგადიდან, რომელმაც მტრის მორიგი თვითმფრინავი ჩამოაგდო ავდეევკასთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის საჰაერო ძალებსა და შეიარღებული ძალების გენშტაბს აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.