რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში ომის დასრულებას არ აპირებს. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა La Vanguardia-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მან აღნიშნა {პუტინმა}, რომ არ უნდა მშვიდობა. მას კარგად ესმის, რომ ამ ბრძოლას აგებს. მისი აბსოლუტურად მუქარის შემცველი გამონათქვამები, რომ „ომი არ დამთავრდება“ და რომ "რუსეთი უძლეველია", მოწმობს, რომ ის კაცობრიობისათვის საფრთხეს წარმოადგენს“, - თქვა რობლესმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინი პირველი ადამიანი, რომელაც უნდა გადაწყვიტოს, რომ აპირებს მოლაპარაკებას.
„მაგრამ პუტინმა ნათლად თქვა, რომ აპირებს ბოლომდე გაგრძელებას. ჩვენ ყველას გვინდა ცეცხილის შეწყვეტა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან მკაფიოდ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე თქვა, რომ მას სურს ამ ომის გაგრძელება. ამის ფასია ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, ასევე უამრავი რუსის, რომლებიც იძულებულები არიან სიკვდილზე წავიდნენ საქმისთვის, რომელიც მათთვის გაუგებარია, იმიტომ რომ ის არ არის არც სამართლიანი, არც ლეგიტიმური“, - განაცხადა რობლესმა.
შეგახსენებთ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კიევში განაცხადა, რომ ესპანეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის 10 ტანკს გადასცემს.