სულ მცირე, 30 ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა იტალიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, მაშველებმა 40 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
შემთხვევა კალაბრიის რეგიონის სანაპიროსთან მოხდა, სადაც ცხედრების დიდი ნაწილი წყალმა სანაპიროზე გამორიყა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.