რუსი ოკუპანტები ანექსირებულ ყირიმში აძლიერებენ თავდაცვითი სიმაგრების აშენებას. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის, ჩელიაბინსკის ოლქიდან ყირიმშ საინჟინრო სამუშაოების შესასრულებალდ150 სამხედრო ჩავიდა.
ამასთან, უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის შიშის ფონზე, დონეცკის ოლქის ჰორლივკას ე.წ. საქალაქო პროკურორმა თანამდებობა დატოვა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადასვლასგეგმავს.