თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიღდეს პროვინციაში იყო. გავრცელებული ცნობით, სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიწისძვრა 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ თურქეთსა და სირიაში, 50 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 44 218 ადამიანი, სირიაში – 5 914.