უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობა უარყო.
შეკითხვაზე დაჯდებოდა თუ არა ის ანკარაში, პუტინთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდასთან, ზელენსკიმ უპასუხა:
„ამის შესახებ {მოლაპარაკების} ჯერ კიდევ ომამდე ვლაპარაკობდით. მე მას ვეუბნებოდი {ერდოღანს}: დასვით პუტინი მოლაპარაკებათა მაგიდასთან, არ შეიძლება დაუშვათ სრულმასშტაბიანი ომის რისკი. მან მაშინ ეს ვერ შეძლო. და არა მხოლოდ მან... ახლა ფიქრობს, რომ შეძლებს.
ახლა ჩვენ არ შეგვიძლია... ის {პუტინი} ის ადამიანი აღარ არის, იქ არავინაა, ვისაც დაველაპარაკებით“, - განაცხადა ზელენსკიმ კონფერენციაზე.