გერმანია უკრაინას დამატებით კიდევ Leopard 2 A6-ისტიპის კიდევ ოთხ ტანკს გადასცემს. თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსისა და მისი სამხედრო მრჩევლების ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გერმანიის თავდაცვის სამინიტრომ გაავრცელა.
გადაწყვეტილების თანახმად, ოთხი ტანკი ბუნდესვერის საცავებიდან გაიგზავნება. ამგვარად, გერმანია უკრაინას მანამდე დაპირებული 14 ტანკის ნაცვლად 18 ტანკს გადასცემს.
„ამ გადაწყვეტილების თანახმად, ჩვენ შევძლებთ პორტუგალიელ და შვედ პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოთ შერეული უკრაინული ბატალიონი“. - ნათქვამია სამინისტროს განცახდებაში.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრსიტერსონმა დღეს დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. საუბარია 2А6-სადა 2А5-ის ტიპის ტანკებზე.
ლისაბონი კიევს Leopard 2-ის ტიპის სამ ტანკს მარტში გაუგზავნის.