რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში, – ამის შესახებ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი წერს.
ბაიდენის თქმით, დიქტატორი ვერსადროს წაშლის თავისუფლების მიმართ ხალხის სიყვარულს.
„დღეს მე ვიმეორებ, რაც ერთი წლის წინ ვთქვი, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში – დიქტატორი, რომელიც ისწრაფვის იმპერიის აღდგენისკენ, ვერასდროს წაშლის თავისუფლების მიმართ ხალხის სიყვარულს. სისასტიკე ვერასდროს გატეხს თავისუფლების ნებას. რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში“, – წერს ბაიდენი.