უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ათი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვების სია გამოაქვეყნა, რომელსაც 24 თებერვალის შემდეგ, რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა და მოქალაქეებმა მიაღწიეს.
უკრაინელი სამხედროების ვერსიით, მთავარ გამარჯვებათა შორის არის ასევე შემდეგი წარმატებები:
კიევის, ჩერნიჰივის, სუმისა და ხარკოვის წარმატებული დაცვა (2022 წლის თებერვალ-აპრილი);
მშვიდობიანი უკრაინელების მასობრივი წინააღმდეგობა რუსეთის ძალებისადმი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
კიევის, ჩერნიჰივის და სუმის ოლქებიდან რუსეთის ჯარის უკან დახევა (2022 წლის მარტი-აპრილი);
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა (2022 წლის აპრილი);
კუნძულ ზმეინის გათავისუფლება (2022 წლის ივნისი);
რუსულის ჯარის მომარაგების სისტემის დაზიანება ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში (2002 წლის აგვისტო);
ხარკოვის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილობრივ გათავისუფლება (2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერი);
ოკუპირებული ხერსონის გათავისუფლება (2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერი);
უკრაინის დასახლებული პუნქტებისა და ენერგეტიკის ობიეტქების წარმატებული დაცვა უკრაინის საჰაერო სისტემების გამოყენებით (2022 ოქტომბერი - 2023 წლის თებერვალი);
რუსეთის შეტევის შეკავება აღმოსავლეთ უკრაინაში (2022 წლის დეკემბერი - 2023 წლის თებერვალი).