რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მთელი ესპანეთი უკრაინის გვერდით არის, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
სანჩესი ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„ბუჩა და ირპენი აჩვენებენ პუტინის ბარბაროსობის ჭრილობებსა და ნაწიბურებს. რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის“, – თქვა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
შეგახსნებთ, რომ ესპანეთის თავდაცვის მინისრმა მარგარიტა რობლესმა დაადასტურა, რომ ესპანეთი უკრაინას Leopard-ის ტიპის 6 ტანკს გადასცემს. ასევე ესპანეთი ამავე ტიპის ტანკების სამართავად 55 უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის.