რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთში, უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში კატასტროფა განიცადა რუსულმა მოიერშე სუ-25-მა, პილოტი დაიღუპა. უწყების ცნობით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
განცხადების თანახმად, სამხედრო თვითმფრინავი საბრძოლო დავალებიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც ბელგოროდის ოლქში კატასტროფა განიცადა.
თუ რა საბრძოლო დავალებას ასრუებდა პილოტი, რუსეთის თავდაცვის უწყება ამის შესახებ არ საუბრობს.
მანამდე სააგენტო „ტასი“ იუწყებოდა, რომ პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, ამასთან, სააგენტოს წყაროს თქმით, ბომბდამშენი სუ-24 ჩამოვარდა და არა მოიერიშე სუ-25.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავი დაუსახლებელ ადგილზე ჩავარდა.