ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. სანჩესი ირპენსა და ბუჩაში ვიზიტსაც გეგმავს, ასევე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.
შეგახსნებთ, რომ ესპანეთის თავდაცვის მინისრმა მარგარიტა რობლესმა დაადასტურა, რომ ესპანეთი უკრაინას Leopard-ის ტიპის 6 ტანკს გადასცემს. ასევე ესპანეთი ამავე ტიპის ტანკების სამართავად 55 უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის.