შვედეთის დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსეთი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის სულ უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს სხა ავტორიტარულ სახელმწიფოებთან - ჩინეთთან და ირანთან ერთად.
ამის შესახებ შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა შარლოტა ვონ ესენმა განაცხადა.
„რუსეთი და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოები სულ უფრო მტრულნი ხდებიან თავიანთ ქმედებებში და მათი მავნე საქმიანობა მუდმივად საფრთხისშემცველია“, - განაცხადა ვონ ესენმა.
მისი თქმით, მიმდინარე გლობალური სიტუაციის გაუარესება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს სკანდინავიური ქვეყნის შიდა სტაბილურობაზე.
„მსოფლიო მოვლენები ასევე ხელს უწყობენ ექსტერმიზმისა და თავდასხმის საფრთხის გაზრდას“, - განაცხადა ვონ ესენმა და აღნიშნა, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი შვედეთის უსაფრთხოებისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ვონ ესენმა განმარტა, რომ რუსეთი ამ დროისათვის ცალკე წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს, რადგან მისი ქმედებები არაპროგნოზირებადია, მაშინ როცა ჩინეთისგან და ირანისგან მომდინარე საშიშროება საგრძნობია, თუმცა შედარებით გრძელვადიანი.