ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალ წესები წარადგინა, რომლებიც მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
გამონაკლისი იქნება მათთვის, რომლებსაც აქვთ მწვავე სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობა, ძალადობრივი დანაშაულების საფრთხე, როგორიცაა მკვლელობა, გაუპატიურება ან გატაცება, არიან ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი ან არსებობს სხვა უდავო გარემოებები. ასევე გათავისუფლდებიან ბავშვებიც, რომლებიც მარტო მოგზაურობენ.
ადმინისტირაციის თქმით, ეს დროებითი ზომები მხოლოდ აუცილებლობის გამო მიიღეს.
ახალი წესი 30-დღის განმავლობაში გამოქვეყნდება და მაისში ამოქმედდება. სავარაუდოდ, ის ძალაში 2 წლის განმავლობაში იქნება.