რაც უფრო მეტ შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს მიაწოდებენ უკრაინას, რუსეთი მეტად იმოქმედებს საზღვრებიდან საფრთხის გასანეიტრალებლად, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვისას.
მისი თქმით, დასავლეთს არ შეუწყვეტია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა.
„საფრთხე ყოველდღიურად იზრდებოდა და როგორც ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას, ეჭვგარეშეა, რომ 2022 წლის თებერვლისთვის ყველაფერი მზად იყო დონბასში მორიგი სისხლიანი მოქმედებისთვის მათ წინააღმდეგ, რომლებსაც კიევის რეჟიმი არტილერიით, ტანკებითა და ავიაციით ბომბავდა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს დონეცკის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა: სწორედ მათ დაიწყეს ომი, ჩვენ გამოვიყენეთ და ვიყენებთ ძალას მის შესაჩერებლად. ვინც გეგმავდა ახალ თავდასხმას დონეცკზე, დონბასზე, ლუგანსკზე, ძალიან კარგად ესმოდათ, რომ ყირიმსა და სევასტოპოლზე თავდასხმა მათი შემდეგი ნაბიჯი იყო. ჩვენ ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ჩვენს სამშობლოს, დასავლეთის მიზანი კი შეუზღუდავი ძალაუფლებაა. უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, მის ესკალაციასა და მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება დასავლურ ელიტას და, რა თქმა უნდა, კიევის ამჟამინდელ რეჟიმს, რომლისთვისაც უკრაინელი ხალხი არსებითად უცხოა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.