პარლამენტის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო დელეგაციის კიევში გამგზავრების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართა და იკითხა, რატომ არ გაემგზავრა დელეგაცია უკრაინაში.
„პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მე ვერ მოვისმინე თქვენგან დამაჯერებელი პასუხი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ არის დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იქ, სადაც უნდა იყოს ახლა - კიევში, სადაც გლობალური ლიდერები ახალი უსაფრთხოების არქიტექტურისთვის იკრიბებიან. ჩვენ უკვე ერთად ვიყავით იქ და ეს იყო სწორი ნაბიჯი და გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს არ ჰქონდა არანაირი ახსნა-განმარტება თუ რატომ თქვით უარი ისე, რომ არც კი განგიხილავთ ეს მოწვევა არავისთან პარლამენტში და ნიშანდობლივია, რომ არ იმყოფება დღეს სხდომაზე მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბატონი თალაკვაძე. არ აქვს მას არაფერი სათქმელი თუ რატომ ვერ ჩავიდა კიევში?“ - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.