უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში მსოფლიო წესრიგის ბედი წყდება, აშშ-სთან ორმხრივმა თანამშრომლობამ კი ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, რაც უზრუნველყოფს მშვიდობას. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
„სწორედ ახლა და სწორედ უკრაინაში წყდება მსოფლიო წესრიგის ბედი, რომელიც ეფუძნება წესებს, ჰუმანურობას, პროგნოზირებულობას. და დღეს ჩვენ პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის ომში, რომელიც რუსეთმა წამოიწყო...
„ყველა უკრაინელის სახელით მადლობას ვუხდი ამერიკელებს - უბრალო ადამიანებსა და თემების ლიდერებს, კონგრესის წევრებს ორივე პარტიიდან და პრეზიდენტ ბაიდენის გუნდის წევრებს იმისთვის, რომ ჩვენმა ურთიერთობამ - უკრაინასა და ამერიკას შორის - მაიღწია ისტორიულ დონეს. ჩვენ შეიძლება გვეწეოდოს ნამდვილი მოკავშირეები და და ჩვენი ალიანსი ამერიკასთან ნამდვილად აძლიერებს მშვიდობას“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, წელს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წერტილი დაესვას რუსულ აგრესიას, გათავისუფლდეს ოკუპირებული ტერიტორიები და მიეცეს უკრაინასა და ევროპელ ხალხს უსაფრთხოების გარანტიები.
„ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები ცნობილია. ჩვენი თავდაცვითი საჭიროებები ცნობილია, თუ როგორი მოქმედბებია ამისთვის საჭირო- უპირველესად ჩვენი მებრძოლებისთვის ფრონტზე - ასვე კარგად არის ცნობილი ჩვენი პარტნიორებისათვის. საჭიროა მხოლოდ მტკიცე გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კიევში ბაიდენთან მოლაპარაკებებით ფაქტობრივად, გაგრძელდა მოლაპარაკება, რომელიც ბაიდენმა 2022 წლის დეკემბერში ვაშინგტონში დაიწყო. კერძოდ, მისი თქმით, უკრაინა მუშაობს შორის მანძილის იარაღისა და სხვა შეიარაღბეის მიწოდებაზე, რომელიც მანამდე დახმარების პაკეტებში არ ყოფილა.