დიდი ბრიტანეთის მეფე, ჩარლზ III უკრაინელ სამხედრო ახალწვეულებთან იმყოფებოდა, რომლებიც ბრიტანეთში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ. ამის შესახებ Express იუწყება
ჩარლზი გენერალური შტაბის უფროს გენერალ სერ პატრიკ სანდერსთან ერთად, ასევე შეხვდა სხვა საერთაშორისო სამხედრო პერსონალს, რომლებიც უკრაინელ სამხედროებთან წვრთნებში მონაწილეობენ, ინსტრუქტორებს ირლანდიური გვარდიის პირველი ბატალიონიდან, დიდი ბრიტანეთის რეინჯერთა პოლკიდან, ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ლიეტუვიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან, შვედეთიდან და ფინეთიდან.
სამხედროების სწავლების კურის 35 დღეს გრძელდება. ახალწვეულებს, რომლებსაც აქვთ მცირე ან საერთოდ არ აქვთ სამხედრო გამოცდილება, წვრთნიან ისეთ საბრძოლო მასალის გამოყენებაში, როგორიცაა Javelin-ები და ამასთან იღებენ ცოდნას სხვადასხვა ტიპის რუსული სამხედრო მანქანების შესახებ.
დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროებისთვის ჩატარებული წვრთნების შედეგად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 10 000 ჯარისკაცი სრულად მომზადდა. წლის ბოლომდე კი დამატებით 20 000-ის გაწვრთნა იგეგმება.