აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა. ბლინკენი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.
ისინი ჰათაის პროვინციაში მიწისძვრისგან დაზარალებულ რაიონებში ჩავიდნენ. გავრცელებული ცნობით, ენტონი ბლინკენი თურქეთის დახმარების საკთხებს განიხილავს.
ბლინკენი, ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც შეხვდება. Reuters-ის ცნობით, შეხვედრა ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას შეეხება, რომელთა რატიფიცირებაზეც თურქეთი ჯერჯერობით უარს ამბობს. ცოტა ხნის წინ კი ანკარამ განაცხადა, რომ ფინეთის რატიფიცირებას მხოლოდ შვედეთისგან დამოუკიდებლად შეძლებს.
ბლინკენი ასევე შეხვდება სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია „თეთრ ჩაფხუტებს“, რომელიც სირიის ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონშია.