სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გასულ ღამეს ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის დედაქალაქ დამასკოსა და მის შემოგარენზე. მისივე ცნობით, რაკეტა სამოქალაქო ინფრასტრუქურას მოხვდა.
დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი, 15 კი დაშავდა.
დარტყმის შედეგად დამასკოს ცენტრთან ახლოს დაზიანდა რამდენიმე შენობა,
ისრაელის არმიის ოფიცრისა და სამხედრო ანალიტიკოსის იგალ ლევინის თქმით, ერთ-ერთი შენობა - ე.წ. „ირანული სკოლა“, წარმოადგენდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბს. ექსპერტის ცნობებით, დარტყმა განხორციელდა სირიის პრეზიდენტის რეზიდენციის სიახლოვეს.
ირანული წყაროები იუწყებიან, რომ სირიას თავს დაესხნენ ისრაელის თვითმფრინავები. აღნიშნულ ოპერაციასთან კავშირის შესახებ ისრაელს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.