საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოკავშირეები უკრაინას მხარდაჭერას გააგრძელებან, მანამდე, ვიდრე არ გაიმარჯვებს და ევროპაში მშვიდობა არ დამყარდება.
ამის შესახებ მაკრონი Twitter-ში წერს.
„შეერთებული შტატები და საფრანგეთი ჩვენს პარტნიორებთან ერთად გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე გამარჯვებას არ მიაღწევს და ევროპაში მშვიდობა არ დაბრუნდება.
ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიან სამშვიდობო გეგმას“, - წერს მაკრონი.
გასული წლის ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას წარადგინა უკრაინის სამშვიდობო გეგმა, რომელიც 10 პუნქტს მოიცავს.